აშშ-მა რუსეთი კოლუმბიაში ანტიდემოკრატიული გავლენის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
„რატომ არის რუსეთი უფრო აქტიური კოლუმბიის საზღვრებთან? მხოლოდ ის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ისინი თავიანთი ანტიდემოკრატიული გავლენის გაფართოებას ცდილობენ“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია რუსეთის მზარდი გავლენით ვენესუელასთან საზღვრის გასწვრივ.
8 თებერვალს, ვაშინგტონმა და ბოგოტამ შეთანხმება გააფორმეს, რათა იმ უცხოელ აქტორებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც კოლუმბიაში გაზაფხულზე გასამართ არჩევნებზე დესტაბილიზაციის ფაქტორის შეტანას შეეცდებიან.