logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „პრობბოქსი“ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარუდგინა
- +

13 თებერვალი. 2022. 01:32

 

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ინოვაციური პროდუქტი „პრობბოქსი“ ქუთაისის შემდეგ უკვე ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.

უწყების ცნობით, ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობით სარგებლობა პრობაციონერებს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, თელავში, გორსა და ზუგდიდში შეუძლიათ; ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

PROBBOX-ი ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა. მასში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შედეგად პირობით მსჯავრდებულები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას სწორედ „პრობბოქსის“ გამოყენებით შეძლებენ.

„პრობბოქსის“ სერვისებს შორისაა: შეთავაზებები დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, განაცხადის წარდგენა რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია და მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა.

„პრობბოქსი“ იუსტიციის სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ქართულმა ინოვაციამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner