დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ყალბი საბაბის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
„დონბასში უკრაინის სავარაუდო სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობები რუსეთის მთავრობის აშკარა მცდელობაა, მოამზადოს საბაბი შეჭრისთვის. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენას“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.