სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ დაასახელა ირაკლი შიოლაშვილი.
„ირაკლიც ჩვენი გუნდის წევრია. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები. ირაკლი დედოფლისწყაროდან არის, დარწმუნებული ვარ, ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.