„ახლა როდესაც საუბარია დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მემორანდუმზე, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2021 წლის იანვარში გვაქვს დადებული და იგი 180-გვერდიანი დოკუმენტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LAIV“ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთში ვიზიტის დროს ისინი კიდევ ერთხელ დაარწმუნეს ბრიტანელმა კოლეგებმა, რომ ჩვენს გვერდით არიან, მათ შორის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დიდ ბრიტანეთთან გვაქვს განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, სხვათა შორის, როდესაც ახლა საუბარია დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მემორანდუმზე, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან 2021 წლის იანვარში დადებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, 180-გვერდიანი დოკუმენტია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის. სხვათა შორის, კიბერუსაფრთხოებას რაც შეხება, აქ ჩვენ ბრიტანეთთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს და ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული კონცეფციას, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს შეეხება, სწორედ ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობითაა მიღებული. ასე, რომ ეს ურთიერთობა ძალიან მჭიდროა. სხვათა შორის, ჩვენ ვიყავით პირველი დელეგაცია პანდემიის შემდეგ, როდესაც ინგლისის პარლამენტმა კვლავ დაიწყო სტუმრების მიღება და მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს ვიზიტი ამ კუთხითაც გამორჩეული იყო.
ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ბრიტანელმა კოლეგებმა, რომ ჩვენს გვერდით არიან, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე. განსაკუთრებით მინა კიდევ აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების სფერო არის, სადაც ჩვენ დიდ ბრიტანეთთან წარმატებით ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა საპარლამენტო კუთხითაც გაღრმავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.