„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება ირაკლი სესიაშვილი.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ დაასახელა ირაკლი შიოლაშვილი.
„ქართულ ოცნებას" ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატად გელა სამხარაული ეყოლება.
ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება გურამ მაჭარაშვილი.
გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა დავით სონღულაშვილი.
საგარეჯოში „ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება რომან მუჩიაშვილი.