ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.
„ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.