„საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას. გამოსვლაში არ იყო დაზუსტებული რა აღჭურვილობაზეა საუბარი.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას „დამატებით 300 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას“ გამოუყოფს და „უზრუნველყოფს მათთვის საჭირო თავდაცვით მასალას“.
საფრანგეთი უკრაინას ადრე არ აწვდიდა შეიარაღებას, თუმცა ჰუმანიტარულ და საბიუჯეტო დახმარებას უწევდა.