უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2.8 ათასზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე, განადგურდა:
ტანკები - 80 ერთეულამდე
სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა - 516 ერთეული
ვერტმფრენი - 7
თვითმფრინავი - 10
საკრუიზო რაკეტები - 20-მდე
საავტომობილო ტექნიკა - 100-ზე მეტი
პერსონალი - 2 800-ზე მეტი ადამიანი