logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ბეშუმში მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
- +

6 აგვისტო. 2016. 14:56



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ვარშალომიძის შუამთობაზე მისვლას გამოეხმაურა.


კითხვაზე, სამართალდამცველების მხრიდან ვარშალომიძის შეზღუდვას რატომ ჰქონდა ადგილი, გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წელს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბეშუმში ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყველამ უნდა გაიხსენოს ოთხი წლის წინ ბეშუმში განვითარებული მოვლენები.

 

„შედარების უნარი მე მგონი არავინ არ დავკარგეთ. შეადარეთ, დღევანდელი სიტუაცია იმას, როგორ დახვდნენ აქ ბიძინა ივანიშვილს ოთხი წლის წინ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


ლევან ვარშალომიძემ დღეს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულისზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა სცადა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner