logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დღეს რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა და მის მიერ დამუნათებული ე.წ. პოლიტიკოსები, უკვე ყველა ზღვარს სცდება
- +

26 თებერვალი. 2022. 02:20

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა და მის მიერ დამუნათებული ე.წ. პოლიტიკოსები, უკვე ყველა ზღვარს სცდება.

ყველანაურად იკვეთება, რომ ამ ხალხს მხოლოდ დესტაბილიზაცია და ქვეყნის ომში ჩათრევა ადარდებთ. მერე ნიშნის მოგებით იტყვიან, "აი, თქვენც იომეთო".

უკრაინა რომ არ ადარდებთ, იმით გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ ჩვენი პარლამენტის რეზოლუციას არ მოაწერეს ხელი, არამედ ევრონევსტის მიერ მომზადებულ რეზოლუციასაც. თურმე, ესეც სუსტი ყოფილა.

ვინც არ იცის, ევრონესტი ეს არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ორგანიზაცია.

რომელი პარტია ხმაურობს დღეს?

პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მედიაციის მეშვეობით. შემდეგ გავიგეთ, თურმე აჭარის აბაშიძისგან გათავისუფლებაში დახმარებისთვის, მაშინდელმა პრეზიდენტმა პუტინს დაურეკა მადლობის გადასახდელად.

სააკაშბილმა ძველი რ2-ის ეთერში თავად მოყვა, ომის წინ მედვედევს წერილი გავუგზავნე და ნატოზე უარის თქმა შევთავაზე, აფხაზეთის საფასურადო. სხვა ინფორმაციაც მაქვს ამ თემაზე.

ომის წინ ორი თავდაცვის მინისტრი რომ გამდიდრდა და ამ სქემაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტსაც ეკისრება. ის რომ ომის მოსამზადებელი, ტექნიკის შესაძენი თანხების მითვისება მოხდა, რამაც ფინანსურს გარდა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყანას და მსხვერპლი გამოიევია, ფაქტია. ვრცელი თემაა, ბევრჯერ დავწერე და კიდევ დავუბრუნდები.

ომი როგორ მართეს, ეს ცალკე უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ახლიდანაა გამოსახიებელი. არ ვგულისხმობ ბრძოლის ველზე მოქმედ სამხედროებს.

ომის შემდეგ, 2008 წელს ხელი მოაწერეს, ანუ კუნჭისყრაში ხმა მისცეს, საქართველოსთვის უმძიმეს რეზოლუციას და ესეც ომის კონტექსტშია გამოსაძიებელი საპარლამენტო კომისიის მიერ. აქვე, მთელი შემდეგი წლის მანძილზე ვერ მოახერხეს ტალიავინის საგამოძიებო კომისიის ჩვენთვის სასარგებლო შედეგებით.

ომიდან ორ თვეში ცნობილი "კულტურის მინისტრის წერილი" ხომ გახსოვთ?

კიდევ რა ნაბიჯები გადადგეს ომის შემდეგ:

▪️რუსეთს მწვანე შუქი აუნთეს WTO-ში გასაწევრიანებლად, რის საფასურადაც ვერაფერი მივიღეთ.

▪️ექს-პრეზიდენტმა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს უვიზო (გამარტივებული წესით) მიმოსვლა დაუწესა. ახლა სანქციებზე იხევენ იოგებს.

▪️ამ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ტურიზმი არ უნდა იყოს წამყვანი სექტორიო და ა.შ. ამ დროს, ომიდან ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილი რუსეთის ტურისტებს დახვდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. სხვა ქვეყნის ტურისტებს დახვედრია?

▪️ომის შემდეგ, კულტურის ღონისძიებების გარდა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაიწყო.

▪️ყველაზე მთავარი, მთელმა ქვეყანამ გაიგო, თუ როგორ მიჰყიდეს რუსეთს, ომის შემდეგ, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები.

▪️კიდევ ერთი, რაც ბევრჯერ დავწერე. 2012 წელს, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ არჩევნებში მხარშაჭერის მიზნით, უხვად არიგებდა ინტერვიუებს რუსეთის სააგენტოებისთვის, კონკრეტული მინიშნებებით და გზავნილებით აქედან ყველაზე ნიშანდობლივი იყო ინტერვიუ "ეხო მოსკვისთან", როცა პირდაპირი ტექსტით ითქვა "სააკაშვილი, საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მანტრასავით იმეორებენ რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

მხოლოდ ბოლო პუნქტია საკმარისი იმისათვის რომ ხმას აღარ იღებდნენ და თითს სხვისკენ არ იშვერდნენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ: თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში და დაიმდვიდეთ ნერვები. ყველაფერი იკითხება, რისთვისაც წვალობთ“- წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner