უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
„რუსეთის მიერ საბავშვო ბაღსა და ბავშვთა სახლზე დღეს განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაული და რომის სტატუსის დარღვევაა. გენერალურ პროკურატურასთან ერთად ვაგროვებთ ამ და სხვა ფაქტებს, რომლებსაც სასწრაფოდ გავაგზავნით ჰააგაში. პასუხისმგებლობა გარდაუვალია”, - წერს კულება.