ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„უკრაინისთვის და მთელი ევროპისთის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“- წერს საქართველოს პრეზიდენტი.