logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას
- +

27 თებერვალი. 2022. 00:39

 

 

ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ სახალხო ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები და მამაცები არიან. უკრაინელები მშობლიურ მიწაზე არიან და არასოდეს დათმობენ მას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მას რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება შესთავაზეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner