logo_geo
eng_logo
ლევან კაციშვილი: რუსეთის ბაზრის დაკეტვით ჩვენი საქმიანობა დასრულდება
- +

26 თებერვალი. 2022. 15:40

 

 

 

რუსეთის ბაზრის დაკეტვით ჩვენი საქმიანობა დასრულდება“, - ამის შესახებ სამაცივრე მეურნეობის მეპატრონემ ლევან კაციაშვილმა განაცხადა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში საქართველოს და ფერმერებს შეექმნებათ.

 

ძალიან რთული იქნება ჩემთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვა. ჯერჯერობით ერთ ბაზარზე ვართ დამოკიდებულები. ვეძებთ სხვადასხვა ალტერნატიულ ბაზრებს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვაგან ვერ გავდივართ. რუსეთის ბაზრის დაკეტვა ჩვენზე ძალიან ცუდად აისახება. ალტერნატიულ ბაზართან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ გვქონდა მცდელობა პოლონეთის ბაზარზე გასვლის, თუმცა ეს არ მოხდა ისეთი ინტენსივობით და იმ რაოდენობით, რასაც რუსეთის ბაზარი ითვისებს. ასევე, საუბარი იყო ევროპის მიმართულებითაც, თუმცა, ამ ეტაპზე ამ ყველაფრის მოგვარება ძალიან რთულია“, - აღნიშნა კაციაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზრის დაკეტვით გლეხები და ზოგადად, ქვეყანა ეკონომიკური ზარალის წინაშე აღმოჩნდება.

რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში ფერმერები დიდი პრობლემების წინაშე დადგებიან. საერთოდ დაგვეკეტება შემოსავლის წყარო, უძლურები ვიქნებით ყველაფრის წინაშე. ვერ შევიძენთ გლეხის პროდუქციას. ვერც ჩვენ პროდუქციას ვერ გავიტანთ  გასაყიდად.  საერთოდ გავჩერდებით და ვერაფერს შევძლებთ.  რუსეთის ბაზრის დაკეტვით ჩვენი საქმიანობა დასრულდება.  საქართველოში სოფლის მეურნეობა ბოლო პერიოდში ფეხზე დადგა, თუმცა თუკი პროდუქციის გატანას ვერ შევძლებთ, ამით ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური ზარალი მიადგება“, - განაცხადა ლევან კაციაშვილმა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner