logo_geo
eng_logo
დმიტრო კულებას თქმით, პუტინის ბრძანება შეკავების ძალებზე მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციაზე წნეხის გაზრდის მცდელობაა
- +

27 თებერვალი. 2022. 20:04

 

 

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს“, - ამის შესახებ დმიტრო კულებამ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ვლადიმერ პუტინის განცხადებას შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უკავშირებს.

 

„პუტინის ბრძანება ორი დელეგაციის შეხვედრისთვის მზადყოფნის განცხადების შემდეგ გაკეთდა. ხედავთ, რომ ეს განცხადება ფსონის გაზრდისა და უკრაინის დელეგაციაზე წნეხის გაზრდის მცდელობაა. მაგრამ ჩვენ ამ წნეხს არ დავნებდებით. ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივად მივუდგებით. იქ იმის მოსასმენად მივდივართ თუ რა აქვს სათქმელი რუსეთს და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. უკრაინა არ ეცემა. სისხლი გვდის, მაგრამ საკუთარი თავის წარმატებულად დაცვას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კულებამ.

 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

 

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner