logo_geo
eng_logo
მედია: უკრაინაში ბელარუსის ჯარი შევიდა
- +

1 მარტი. 2022. 19:24

 

 

ჩერნიგოვის ოლქში ბელარუსის ჯარები შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნულ საზოგადოებრივ ტელერადიოკომპანიას (Suspilne) თავდაცვის ძალების „ჩრდილოეთის” რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიტალი კირილოვმა დაუდასტურა.

 

„დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მანამდე გახდა ცნობილი, რომ  ბელორუსის ლიდერმა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგ თქვა, რომ  ბელარუსელი ჯარისკაცები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამავდროულად, მისივე განკარგულებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

 

ლუკაშენკოს განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ „თავიდან აიცილონ რუსულ ძალებზე ზურგში დარტყმა”.

 

„თავდაცვის მინისტრმა მომახსენა მზადყოფნის შესახებ დასავლეთის საზღვრის კიდევ ხუთი ბატალიონით დაფარვის შესახებ. სხვანაირად არ შეგვიძლია. ჩვენ მუდმივად ველოდებით პროვოკაციებს დასავლელი პარტნიორებისგან. ან პოლიტიკაში, ან ეკონომიკაში, ან სამხედრო სფეროში”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner