logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას
- +

7 აგვისტო. 2016. 14:11


„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვნგანის სიამაყის, ნიკორწმინდის 1000 წლისთავი", - ამ სიტყვებით მიულოცა საზოგადოებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდაში, ტაძრის 1000 წლისთავი.  


მიძღვნილი საზეიმო წირვის შემდეგ, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ნიკორწმინდა  არის საქართველოს სიძლიერის სიმბოლო, თავისი გამორჩეული არქიტექტურით.

პრემიერ-მინისტრმა მილოცვასთან ერთად, მოსახლეობას ბოდიშიც მოუხადა, რომ დღეს გზა იყო გადაკეტილი. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არასდროს გაუცია ბრძანება, რომ მის გამო გზა გადაკეტილიყო.


„მინდა,  პირველ რიგში რაჭას და საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული ;  ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე.

მინდა,  ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას. გზა იყო გადაკეტილი, მაგრამ  აბსოლუტურად არა ჩემი მიზეზის გამო. რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ გზა პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასოდეს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია",-აღნიშნა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner