„ეს არ არის დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებოდით და ძალიან მეამაყება რომ ვართ ქართველი, ძალიან მეამაყება, რომ ვარ ამ ქვეყნის შვილი და მეამაყება ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
თბილისის მერს სჯერა, რომ დღეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად
„სამი ათეული წელია ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ბევრი რეფორმა გატარდა, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მე მგონია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მზად არის ამისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.