logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უკრაინაში უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვითა და მეტი ნგრევით
- +

4 მარტი. 2022. 19:32

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში ომი უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას გამოიწვევს.

 

„უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვითა და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის ძალებს უფრო მძიმე შეიარაღება შეაქვთ და მთელ ქვეყანაში თავდასხმებს განაგრძობენ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინიდან თავისი ძალები ყოველგვარი პირობების გარეშე გაიყვანოს.

 

„ეს პრეზიდენტ პუტინის ომია, რომელიც მან აირჩია, დაგეგმა და აწარმოებს მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი, გაიყვანოს თავისიძალები უპირობოდ და ახლავე ჩაერთოს ჭეშმარიტ დიპლომატიაში“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner