logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ედუარდ მარიკაშვილი განსაკუთრებული ეგზემპლარია და დღეს სრულად გაშიშვლდა საზოგადოების წინაშე, ის მოღალატეთა შორის აზრის ლიდერად გვევლინება
- +

4 მარტი. 2022. 19:48

 

 

„ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ. და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ედუარდ მარიკაშვილის ფეისბუქ პოსტს.

 

„ამ მძიმე მდგომარეობამ ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოახდინა, მაგრამ ეს ედუარდი მაინც განსაკუთრებული ეგზემპლარია და დღეს სრულად გაშიშვლდა საზოგადოების წინაშე, ის დღეს მოღალატეთა შორის აზრის ლიდერად გვევლინება. თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ მიხვდა რა ითქვა ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე? ძალიან კარგად მიხვდა, რომ კითხოთ ადამიანის უფლებათა გულანთებული დამცველია მაგრამ, ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ. და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს. სამწუხაროა, რომ ამ მეხუთე კოლონას ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოეღო ბოლო ჩვენ ქვეყანაში. რუსის ჯარზე უფრო საშიში ეს ხალხია, ენჯეოებს ამოფარებული ჰალსტუხიანი აგენტურა, რომლებიც იარაღის ნაცვლად დეზინფორმაციას იყენებენ და ხალხის ტვინებს ამ მარაზმით წამლავენ!” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner