უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, იმოქმედონ, ვიდრე გვიან არ არის და პუტინს საშუალება არ მისცენ, უკრაინა სირიად აქციოს.
„ჩემი მესიჯი შემდეგია: იმოქმედეთ ახლა, სანამ გვიან არ არის. ნუ მისცემთ პუტინს საშუალებას, უკრაინა სირიად აქციოს. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაგვეხმარებიან კონკრეტული, გადამწყვეტი და სწრაფი ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.