logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა
- +

4 მარტი. 2022. 20:49

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე  მოხსენებით წარსდგა, სადაც ისაუბრა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებებზე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კომიტეტის წინაშე, ქვეკომიტეტის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მან ძირითად პრიორიტეტებად დაასახელა: გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; მედია პლურალიზმი; ჟურნალისტთა ეთიკა და მედიის თვითრეგულაცია; ინტერნეტ მმართველობა და  ადამიანის უფლებები კიბერსივრცეში; საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების ზეგავლენა საზოგადოებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner