„მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, და არა მარტო ხელისუფლებას, მოქალაქეებსაც ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ერთად პასუხისმგებლობა გასაზიარებელი. მათ შორის არის ის საკითხიც, რაზეც ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„უამრავი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ათასობით ქართველია მძევლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ფიზიკური დაპირისპირება, ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც დამატებით რესურსს შექმნის პროვოკაციებისათვის - ეს არის დამაზიანებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ცუდი პროცესები გამოიწვიოს. დავანებოთ თავი ტრადიციას, ჩვენს ღირსებას, დამოკიდებულებას სხვა ეროვნებების მიმართ - წმინდა პრაგმატულად შევხედოთ ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ჩვენს პატარა ქვეყანას, ამდენი პრობლემებით, დევნილებით - კალაშნიკოვის ავტომატი გვაქვს შუბლზე მიდებული. ისეთი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას, რომელსაც შეიძლება დიდმა ქვეყანამაც ვერ გაუძლოს“, - ამბობს ვოლსკი.