„პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღესაც ტყვიების ქვეშ მუშაობს ჩვენი საელჩო კიევში, საკონსულო ოდესაში. არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია სადაც ჩვენი ჩვენი მკაცრი, მყარი პოზიცია არ დაგვეფიქსირებინა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძე, „ქრონიკაში“ განაცხადა.
„დღეს ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩვენ უნდა ვახსენოთ ის ჰუმანიტარული მხარდაჭერა რომელიც უკვე მიიღო უკრაინამ და ეს პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა.