logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უშვებს არცერთ შანს ხელიდან, რომ ქვეყანა დაპირისპირების რეჟიმში არ გადაიყვანოს
- +

4 მარტი. 2022. 22:51

 

 

„ოპოზიციის დიდი ნაწილი, არ უშვებს არცერთ შანს ხელიდან, რომ ქვეყანა კონფრონტაციულ რეჟიმში არ გადაიყვანოს. ქვეყნის შიგნით თუ შესაძლოა აგრესორთან რაიმე დაპირისპირების ახალი იმპულსები და ველი არ გააჩინოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს დღეს საქართველოში მყოფი რუსული ეროვნების, რუსეთის მოქალაქეების მიმართ გარკვეული ფობიებისა და აგრესიის გამოჩენა. ერთის მხრივ ეს ადამიანურადაც არ არის სწორი და მეორე მხრივ ეს ყველაფერი შეიძლება მორიგი პროვოკაციებისა და დაძაბვის საფუძველი გახდეს. არიან ადამიანები, რომლებმაც გულწრფელად გაურბიან იმ გაუსაძლის მდგომარეობას რაც რუსეთშია. მაგრამ ამავე დროს არის მეორე ტიპის საფრთხე - ხომ არ შეიძლება ამ საფარველს ქვეშ მოვიდეს არაკეთილმოსურნეც. დღეს მკაფიოდ ითქვა, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner