logo_geo
eng_logo
გიორგი ცხვიტავა: ზაპოროჟიესა და მარიუპოლის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
- +

4 მარტი. 2022. 22:53

 

 

„როგორც ზაპოროჟიეს, ასევე მარიუპოლის მიმართულებით მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული საბრძოლო მოქმედებები. მარიუპოლი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია იმისთვის, რომ შეიკრას გარკვეული ხაზი სამხრეთის მიმართულებით, და ამიტომ იქ საკმაოდ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ განაცხადა.

 

„დღეს მეცხრე დღე სრულდება და ფაქტია, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე წინააღმდეგობა გრძელდება. რაც შეეხება ზაპოროჟიეს და ატომურ ელექტროსადგურს, ეს არის ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია. რუსეთმა თავიდანვე დაიკავა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, იმიტომ რომ ამ მიმართულებას ისინი იყენებენ საჰაერო დერეფნისთვის - ჩერნობილზე ეკიდება თვითმფრინავი და იქიდან უშვებს რაკეტებს, ასეთია სამხედროების ნაწილის მოსაზრება. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც, თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და რადიაციული ფონი არაა მაღალი“, - ამბობს ცხვიტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner