„არანაირი მასობრივი შემოდინება რუსეთის მოქალაქეების, სახმელეთო თუ საჰაერო ეშელონების დაძვრა საქართველოში არ ხდება და მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, შესაბამისი სამსახურები ყველას გააბრუნებენ უკან, ვისი გაბრუნების აუცილებლობაც იქნება“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რუსეთისთვის ცის დაკეტვა დააზარალებს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს სომხეთს და ბუნებრივია ეს უბრალოდ პოპულიზმია. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შემოღებას, თქვენ იცით, რომ 800 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს რუსეთში და სწორედ შეიძლება მათ მოუწიოთ საქართველოში დაბრუნება. იმ ადამიანებს, ვინც იქიდან საკუთარ ოჯახებს ინახავდნენ, ახლა სულ სხვა ტიპის პრობლემები აქვთ და შეიძლება საქართველოში დაბრუნდნენ. არანაირი მასობრივი შემოდინება, ეშელონების დაძვრა სახმელეთო თუ საჰაერო გზით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში არ ხდება და რაც ხდება მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი, შესაბამისი სამსახურები ყველას გააბრუნებენ უკან, ვისი უკან გაბრუნების აუცილებლობაც იქნება“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.