„პარლამენტი ცდილობს, როდესაც უკრაინაში არის ომი ვიყოთ ფრთხილები, ფრთხილები იმ კუთხით კი არა, რომ ჩვენ განცხადებებში შეზღუდული ვიყოთ, არამედ ჩვენ არ გვინდა ჩვენს საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებასა და უკრაინელ ხალხს ვაჩვენოთ სურათი საქართველოს პარლამენტის, რომელშიც არის განხეთქილება, ქიშპი და შეუთანხმებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ის უნდობლობის ატმოსფერო, რაც პარლამენტში პარტიებს შორის სუფევს, როდესაც მწვავე დისკუსია მიდის ეს ყოველ ჯერზე გადადის გადაჭარბებულ ემოციებში და შეიძლება პროვოკაციებიც იყოს. ასევე არის მეორე ნაწილიც, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ ვხედავთ ტენდენციას მცდელობისა, რომ საქართველო ჩათრეული იყოს კონფლიქტში. ოპოზიციის ნაწილი, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ: პირველი - აგორებულია დისკრედიტაციის კამპანია კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ, მეორე - ვხედავთ მცდელობებს პროვოკაციებისას, მაგალითად მოხალისე მებრძოლების გაგზავნის . მთელი აქცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილიყო ჩართული ამის ორგანიზებაში, რაც იქნებოდა პირდაპირი ნიშანი, რომ საქართველო ერევა სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ ვართ ფრთხილი, რომ არ შევქმნათ არანაირი საბაბი, მთ შორის პარლამენტში მყოფ ზოგიერთ ოპონენტსაც, რომ მოაწყოს ისეთი პროვოკაცია, რომელიც შემდეგ მღელვარებაში გადაიზრდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.