logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ქსენოფობიის გაღვივების უდიდესი საფრთხეა და ამას ნამდვილად უნდა შევეწინააღმდეგოთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი
- +

4 მარტი. 2022. 23:43

 

 

„საქართველოში ქსენოფობიის გაღვივების უდიდესი საფრთხეა და ამას ნამდვილად უნდა შევეწინააღმდეგოთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ომიდან რამდენიმე წელიწადში შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი, ახლა, როდესაც საქართველოში მართალია დაძაბულობა, მაგრამ მშვიდობის პერიოდია, ითხოვს ამ რეჟიმის შეცვლას. აქ მთავარია ერთი, რომ არ არის რამე დრამატული ზრდა... მეორე, ეს გადაზრდილია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულებაზე, რაც არის უდიდესი საფრთხე საქართველოში ქსენოფობიის გაღვივებისა და ამას ნამდვილად უნდა შევეწინააღმდეგოთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ტენდენცია, როდესაც ეს სამოქალაქო თუ პარტიული ჯგუფები გარკვეულ უფლებებს მხოლოდ თავისთვის ხედავენ. ეს თავისუფლება თითქოს არსებობს მხოლოდ მათთვის და არ არსებობს სხვებისთვის, რომლებსაც ისინი გარკვეულწილად ზღვარს იქით ხედავენ და იმ ადამიანებს ართმევენ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამიტომ, რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება ამაზე უნდა ჩაფიქრდეს და არ აჰყვეს კიდევ ერთ პროპაგანდისტულ კამპანიას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner