„ამ ომს რუსეთი ვერ გაამართლებს, წარმოუდგენელი რამ ხდება“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ არსებობს, რუსეთი რაღაც ახალს იგონებს, მათ ალბათ ჰქონდათ იმის იმედი, რომ რაღაც რეიდებს ჩაატარებდნენ. თუ უფრო მეტი ტემპით ჰქონდათ დაგეგმილი, მაშინ ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ და ქალაქების აღება არ უნდა დაეწყოთ. სამხრეთით, სადაც ეგონათ, რომ იქ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობაა ფიქრობდნენ, რომ იქ ტექნიკა რომ ჩამოივლიდა, ხალხი დროშებით გამოვიდოდნენ - ეს არ მოხდა. განწყობებში შეცდნენ, მაშინ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ არ დაარქმევდნენ “, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.