logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: როდესაც სახელმწიფო მოხალისეს ომში უშვებს და ის ტყვედ ვარდება, მასზე არ მოქმედებს სამხედრო კანონმდებლობა - მას ან პირდაპირ ბრძოლაში გაანადგურებენ, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ
- +

5 მარტი. 2022. 00:37

 

 

„როდესაც სახელმწიფო ომში მოხალისეებს უშვებს, მათზე იღებს პასუხისმგებლობას. მოხალისეზე, რომელიც ტყვედ ჩავარდება, არ ვრცელდება სამხედრო კანონმდებლობა, რომელიც ეხება სამხედრო ტყვეებს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ თუ მოხალისეები ტყვედ ჩავარდებიან, მათზე ეს კანონები არ გავრცელდება.

 

„როდესაც სახელმწიფო ომში მოხალისეებს უშვებს, მათზე იღებს პასუხისმგებლობას. მოხალისეზე, რომელიც ტყვედ ჩავარდება, არ ვრცელდება სამხედრო კანონმდებლობა, რომელიც ეხება სამხედრო ტყვეებს. რუსეთმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ თუ მოხალისეები ტყვედ ჩავარდებიან, მათზე ეს კანონები არ გავრცელდება. ასეთ ადამიანებს ან პირდაპირ გაანადგურებენ ბრძოლის დროს, ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ. ასეთ დროს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მოქალაქეებს ომში აგზავნის, ამაზეც იღებს პასუხისმგებლობას და ეს კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას და იმ ძალებს, რომლებიც ამ თემას შიგნიდან თუ გარედან ასე აქტიურად განიხილავენ“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner