„ოპოზიციას კიდევ ერთხელ გადაევლო ცივი წყალი, როდესაც საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფსიქოლოგმა, ზაზა ქოიავამ განაცხადა.
„მგონი, მათ მართლა სჯერათ, რომ რუსეთისკენ მიდის საქართველოს ხელისუფლება, იმდენად მოძველდა ეს მათი თამაშის წესები. როგორ შეიძლება მთავრობა ევროკავშირში განაცხადს აკეთებდეს, ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებდეს, ევროპული საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ვუჭერდეთ მხარს და ამ დროს მათ ვიღაც რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები უწოდოს. ელენე ხოშტარიამ თქვა, ღარიბაშვილი დილით სამსახურში ვერ შევაო. დილით რამდენი ადამიანი იყო იქ? მათ შანსი არ აქვთ. სხვა თამაშის წესები არ აქვთ და რამის შემოთავაზება არ შეუძლიათ. ამ ქვეყანაში უმრავლესობამ არ იცის, რა არის სინამდვილეში პატრიოტიზმი, ლიბერალიზმი, დემოკრატია და თავისუფლება. ლიბერალიზმის ნიღბით ადამიანები რომ სისულელეებს აკეთებენ და ეს თავისუფლება ჰგონიათ, ეს ასე არაა. ევროკავშირში განაცხადის შეტანა თურმე უღირსი პოზიციაა. როგორც კი ამ უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე სააკაშვილს და პოლიტიკას ახსენებენ, მომენტალურად მცირდება ადამიანების რაოდენობა. აქციებზე ამბობენ, რომ ომში არ ჩავერთოთ, მაგრამ მხარდაჭერა გამოვუცხადოთო. აბა რას ვაკეთებთ? ომში ვერ ვერთვებით, იმიტომ რომ არ შეგვიძლია. მხარდაჭერას ვუცხადებთ, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას ხმა მივეცით, ევროკავშირში განაცხადი შევიტანეთ, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ. ვისაც უკრაინაში წასვლა უნდოდა, ის წავიდა“, - აცხადებს ზაზა ქოიავა.