logo_geo
eng_logo
ვახტანგ კაპანაძე: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინიციატივა დაკარგეს - გარკვეულწილად, დაისადგურა ოპერატიულმა პაუზამ
- +

6 მარტი. 2022. 01:36

 

 

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ, „ქრონიკაში“ სტუმრობისას, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინიციატივა დაკარგეს. გარკვეული მიმართულებით, ამ ინიციატივას ინარჩუნებენ, დაკარგეს შეტაკებების ტემპი და ისინი გადავიდნენ უფრო გაჭიანურებულ ფაზაში. მიმდინარეობს ლოკალური შეტაკებები. უკრაინამ ორი დღეა, დაიწყო ლოკალურ კონტრშეტევების განხორციელება. ამ ეტაპზე, თითქოს, გარკვეულწილად, დაისადგურა ოპერატიულმა პაუზამ. ეს ნიშნავს, რომ შემტევ მხარეს არ გააჩნია უნარი და ძალა, რომ გააგრძელოს შეტევა და დამცველ ძალას ჯერ არ გააჩნია შესაძლებლობა, რომ კონტრდარტყმა განახორციელოს, რის გამოც, ჯერჯერობით, მცირე შეტევებს ახორციელებს. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეტაკებების ინტენსივობა, დაძაბულობა ნაკლებია და რომ ნაკლები სისხლი იღვრება. ეს ნიშნავს, რომ ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს, არ წყდება“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner