logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა არახამიაზე: კიდევ დარჩა ვინმეს კითხვა საით მიგვაქანებენ ის ბნელი ძალები, რომლის რიგებშიც რადიკალი პარტიები, ჩვენი მოქალაქეები და ოპოზიციური ტელევიზიებიც არიან ჩართულები?
- +

6 მარტი. 2022. 19:39

 

 

არახამია შეიძლება იქ, უკრაინაში წარმოადგენს რაღაცას, მაგრამ აქ არავინ არის. სად აქვს ამდენი დრო, ქვეყანა დაემხო თავზე, ასეთი მოწოდებები აკეთოს? კიდევ დარჩა ვინმეს კითხვა საით მიგვაქანებენ ის ბნელი ძალები, რომლის რიგებშიც, სამწუხაროდ გარკვეული რადიკალური პარტიები, ჩვენი მოქალაქეები და ოპოზიციური ტელევიზიებიც არიან ჩართულები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დავით არახამიას მიმართვას.

როგორც ფოჩხუა წერს, სიტყვა გამარჯობის დაზეპირება, ქართველობას არ ნიშნავს, ნამდვილი ქართველი ამ ტექსტს არ ჩაწერდა.

„სიტყვა გამარჯობის დაზეპირება ქართველობას არ ნიშნავს. ნამდვილი ქართველი ამ ტექსტს არ ჩაწერდა. რა ზურგში დანის ჩარტყმა, რა ღალატი უკრაინის მიმართ, ამას რუსეთსა და ბელორუსიაში ხომ არ ვერევით? ან ეს ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება: „გრუზინი რაზბირაიტეს სა სვაიმ პრავიტელსტვამ", რა არის, სამოქალაქო ომისკენ გვიბიძგებს? არახამია შეიძლება იქ, უკრაინაში წარმოადგენს რაღაცას, მაგრამ აქ არავინ არის. სად აქვს ამდენი დრო, ქვეყანა დაემხო თავზე, ასეთი მოწოდებები აკეთოს? კიდევ დარჩა ვინმეს კითხვა საით მიგვაქანებენ ის ბნელი ძალები, რომლის რიგებშიც, სამწუხაროდ გარკვეული რადიკალური პარტიები, ჩვენი მოქალაქეები და ოპოზიციური ტელევიზიებიც არიან ჩართულები?” - წერს ფოჩხუა Facebook- ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner