პოლიტიკაში მყოფ არახამიას, წარმოშობით ქართველს, აფხაზეთიდან ლტოლვილ ოჯახის შვილს, რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფ ადამიანს, წესით კი უნდა ესმოდეს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა რას ნიშნავს, მით უმეტეს გადატრიალების მოწოდების მცდელობა და ხელისუფლებასთან გარკვევა, მეტს კი არაფერს არ აკეთებს უკრაინაში ვლადიმერ პუტინი?!, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც დავით არახამიას ვიდეო მიმართვას ეხმიანება.
მისი თქმით, დანაშაულის ტოლფასია თითოეული ადამიანის, მით უფრო მედია საშუალების საქციელი, რომელიც დავით არახამიას მიმართვას ავრცელებს და იწონებს.
„ქართველებს, ხელისუფლების შეცვლაზე რუსულად ელაპარაკებიან! ვინ არის ბატონი არახამია, არც ვიცი და წესით, არც უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ უცხო ქვეყნის, უკრაინელი პოლიტიკოსი, როგორც ამბობენ გავლენიანი, ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის კარზე საკმაოდ მიღებული, გააფთრებული საომარი მოქმედებების დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის იცლის, ცოტა დამაფიქრებელია!
მე ეს ადამიანი ან სანგარში მგონია, რომელიც აგრესორ რუსებს უწევს მედგარ წინააღმდეგობას, ან მოლაპარაკებებზე, რომ იქნებ, როგორმე ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, და ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინოს, ან პრეზიდენტ ზელენსკის უნდა აძლევდეს გონიერ და რაციონალურ რჩევებს. თურმე, სად ხარ, ქართველ ხალხს მიმართავს თქვენს ხელისუფლებასთან გაერკვიეთო.
დიდის ამბით, რომ ამბობს ქართველი ვარო, ბრიტანეთის პრემიერმა მიმართა რუს ხალხს მათთვის მშობლიურ ენაზე და არახამია ქართველებს ქართულად ვერ ელაპარაკება? სიმბოლურია არა, ქართველებს ხელისუფლების შეცვლასა და გარკვევაზე ისევ რუსულად ელაპარაკებიან, ამჯერად უკრაინიდან! თავის დროზე აფხაზეთიდან ლტოლვილს, სასურველი იქნებოდა, თუ თავიდანვე არა, რაღაც ეტაპზე ქართული ესწავლა, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ არც ჭირდებოდა და არც უნდოდა, ფული რუსულადაც იშოვებოდა.
საქართველოს რაც შეუძლია, ისე ეხმარება უკრაინას დაწყებული ჰუმანიტარული ტვირთებიდან, ლტოლვილების მიღებიდან, თუნდაც იმ მოხალისეებით დამთავრებული და არახამია და მისნაირები ბოლოს რუსეთთან რაზე და როგორ შეთანხმდებიან, ისევ ნატოს და ევროკავშირის გზას აირჩევენ, თუ ნეიტრალიტეტზე შეთანხმდებიან, თუ უკრაინას გაყოფენ, ჩვენ არ ვიცით და მიუხედავად ამისა, რუსებს ჩვენ უნდა გაუხსნათ მეორე ფრონტი? რატომ, არახამიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უნდა იმიტომ? მეგობრობასა და ძმობას რომ გვეფიცებიან თუ კი ვინმე საქართველოში სერიოზულ საქმეზე ძებნილია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ ჰყავს შეფარებული? ისიც საკითხავია, 2008 წლის ომის დროს ვინც საქართველოს ხელისუფლებაში იყო ყველა რომ მრჩევლებად გყავთ უკრაინაში, რაში გამოგადგათ? ცოტა უცნაური ხომ არ არის, ისე მაინც ეკითხათ ვინმესთვის ამ მათ დროს საქართველომ ომი მოიგო თუ წააგო?!
პოლიტიკაში მყოფ არახამიას, წარმოშობით ქართველს, აფხაზეთიდან ლტოლვილ ოჯახის შვილს, რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფ ადამიანს წესით კი უნდა ესმოდეს უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა რას ნიშნავს, მით უმეტეს გადატრიალების მოწოდების მცდელობა და ხელისუფლებასთან გარკვევა, მეტს კი არაფერს არ აკეთებს უკრაინაში ვლადიმერ პუტინი?!
არახამიას შეიძლება დიდ ფული აქვს ნაშოვნი უკრაინაში და ამით შეძლო მაღალ სახელისუფლებო შტოებში მოხვედრა, მაგრამ პოლიტიკური ალღო რომ ღალატობს მის ამ ვიდეომიმართვაში ნათლად ჩანს.
ჩვენ განვიცდით და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მშვიდობა გვინდა იყოს უკრაინაში, ღმერთს ყოველდღე ამას შევთხოვთ. ახლა არა არის დრო, რომ არახამია პერსონა ნონ გრანტად გამოვაცხადოთ, თუმცა აუცილებლად იმსახურებს, მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! ისე თუ მიაქცევთ ყურადღებას, ჩვენს საზოგადოებაში ნელ-ნელა გაჩნდა სტერეოტიპი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და უკრაინელ ხალხს, ხელისუფლებას უფრო და უფრო არ ახსენებენ მათი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო!
ასევე მიუღებელი კი არა, დანაშაულის ტოლფასია, თითოეული ადამიანის, მით უფრო მედია საშუალების საქციელი, რომელიც ამ მიმართვას ავრცელებს და იწონებს. ადამიანი იმის მაგივრად, რომ ახლა ან ავტომატით სანგარში უნდა იყოს, რომელიც აგრესორ რუსებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდეს, ან დღედაღამ მოლაპარაკებებზე იყოს, რომ იქნება რამენაირად, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს და ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინოს, ან პრეზიდენტ ზელენსკის უნდა აძლევდეს გონიერ და რაციონალურ რჩევებს, დამდგარა და იაფფასიან ვიდეო მიმართვებით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას მოგვიწოდებს. და ეს ვინმეს საქართველოში მოსწონს?! უკრაინის საკითხი მოგვარდა დაბომბვა შეწყდა? ცა ჩაიკეტა? ხალხი აღარ იხოცება? პუტინმა კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა? უკრაინას მიხედეთ, უკრაინას!“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.