logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე დავით არახამიაზე: ქართული ენა მაინც გესწავლა! უკრაინაში აღუწერელი უბედურება ტრიალებს და შენ საქართველოს ომში ჩათრევასა და რევოლუციას ითხოვ?!
- +

6 მარტი. 2022. 20:09

 

 

ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდალს, კრიმინალი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფრთიანებული ნაძირალა დავით არახამია, ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს საქართველოს მოსახლეობას, გვამუნათებს, შეურაცხყოფას გვაყენებს და ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებს!, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დავით არახამიას მიმართვას.

მისი თქმით, უკრაინაში ენით აღუწერელი უბედურება ტრიალებს და არახამია საქართველოს ომში ჩათრევასა და რევოლუციას ითხოვს.

„ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტისა და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდალს, კრიმინალი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფრთიანებული ნაძირალა დავით არახამია, ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს საქართველოს მოსახლეობას, გვამუნათებს, შეურაცხყოფას გვაყენებს და ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებს!

ქართული ენა მაინც გესწავლა, არაკაცო ნაციონალო, უკრაინაში ენით აღუწერელი უბედურება ტრიალებს და შენ საქართველოს ომში ჩათრევასა და რევოლუციას ითხოვ?! სამშობლოს ღალატს არავის გაპატიებთ არც უკრაინელ და არც ქართველ ნაციონალებს!“, - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner