logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პუტინის თქმით, რუსეთი თავის მიზანს მოლაპარაკებებით ან ომით მიაღწევს
- +

6 მარტი. 2022. 20:43

 

 

ცნობილია რაზე ისაუბრეს დღეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცნობები საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრებზე მათმა ადმინისტრაციებმა გაავრცელეს. ფრანგული მხარის ცნობით, მაკრონმა პუტინს მოუწოდა შეაჩეროს ომი და უზრუნველყოს უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოება, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ბირთვულ ობიექტებზე შეტევა მისი მიზანი არ არის. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს „მოლაპარაკებებით ან ომით“.

კრემლში კი აცხადებენ, რომ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ინციდენტში უკრაინული მხარე დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს „უკრაინელი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია“ იყო. ამასთან, პუტინმა მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაციის ჩავარდნაში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანებს ქალაქების დატოვების ნებას არ აძლევდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner