logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
- +

6 მარტი. 2022. 21:37

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 

 უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.

 

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.

 

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

 

 ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: 

+380 (63) 376 77 68

+380 (63) 376 73 64

 

 უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.“- წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner