ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პერსპექტივა საკმაოდ პოზიტიურია. მან ასევე განაცხადის ხელმოწერაზე „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
„დღესავით ნათელია, რომ მათ არ უხარიათ ქვეყნის სიკეთე და ეს ორმაგი სტანდარტები და არათანმიმდევრულობა სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველამ ვიცით, რომ მათგან გამორიცხული არაფერია. მათ მუდმივად ამოძრავებთ ისეთი მიზნები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ინტერესებთან. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ქვეყანა ჩართონ ომში, სამხედრო კონფლიქტში და ეს განზრახვაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს გავხდეთ ევროკავშირის წევრის. რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ასეთ შემთხვევაში იმის პერსპექტივა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არის ძალიან დიდი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს 3 მარმტს მოაწერა ხელი.