სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე განმარტავს რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მოხალისე მებრძოლების ამა თუ იმ ქვეყანაში ორგანიზებულად გაშვება. ამ თემაზე მან „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულად მოხალისეების გაგზავნა არის ოფიციალურად ომში ჩართვა. ჩამაცვი, დამახურე, იარაღი მომეცი, თვითმფრინავში დამიქირავე და გამიშვი და მე ვიქნები დამოუკიდებელი მოხალისე - ასე არსად ხდება და არასწორია. რომ ერეოდეს სახელმწიფო, მოწოდება უნდა იყოს სახელმწიფოსადმი არ ჩაერიოს ამ საქმეში. არც ამის აფიშირება არის საჭირო, არც ზედმეტად ტირაჟირება კამერების წინაშე“, - განმარტავს კაპანაძე.