logo_geo
eng_logo
ადმირალი ტონი რადაკინი ბრიტანელებს მოუწოდებს უკრაინაში საბრძოლველად არ გაემგზავრონ
- +

6 მარტი. 2022. 22:57

 

 

ბრიტანელები არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში საბრძოლველად, სჯობს ამის ნაცვლად ყველაფერი გააკეთონ უკრაინელების დასახმარებლად ბრიტანეთიდან. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა განაცხადა.

„ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, რომ უკანონო იქნება თუ დიდი ბრიტანეთის სამხედროები და მოსახლეობა უკრაინაში დაიწყებენ გამგზავრებას. მხარი დაუჭირეთ უკრაინას ბრიტანეთიდან, ყველაფრით, რითიც შეგიძლიათ. საუბარია აზრიან მხარდაჭერაზე, რომელიც შეგიძლიათ ბრიტანეთიდან გაუწიოთ“, - განაცხადა რადაკინმა.

მისივე თქმით, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება უკრაინას ტაქტიკურად ვერ დაეხმარა და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას გამოიწვევს. ადმირალმა აღნიშნა, რომ დასავლეთი „სწორად იქცევა“.

რადაკინის განცხადებით, რუსეთის შეჭრა გეგმის მიხედვით არ მიდის, ჯარი ნაკლებად ძლიერი ხდება და იერიშს ვეღარ აგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner