ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ადასტურებს.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა.