logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომპანია El Al-ზე: ზოგიერთს ურჩევნია უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა
- +

7 მარტი. 2022. 21:16

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომპანია El Al-ს უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნაში ადანაშაულებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინაში მისი ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთს ურჩევნია უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა. ეს არის ავიაკომპანია El Al-ი, რომელიც გადახდებს იღებს რუსულ საბანკო სისტემა „Mir“-ში, რომელიც სანქციების თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი. ეს ამორალურია და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზებ დარტყმაა“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner