ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, გააგრძელოს რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვა შეერთებულ შტატებში ევროპაში მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ reuters წერს.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 7 მარტს საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ვიდეო კონფერენციას გამართავს, რადგან მისი ადმინისტრაცია აგრძელებს მათ მხარდაჭერას რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის.
თეთრი სახლი, ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს კონგრესის ლიდერებთან, რომლებიც მუშაობენ სწრაფ კანონმდებლობაზე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ.