უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესების კუთხით მცირე პოზიტიური ძვრებია. გაგრძელდა ინტენსიური კონსულტაციები რეგლამენტის ძირითად პოლიტიკურ ბლოკზე, ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ზე.