logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა უკვე ოფიციალურად ამოქმედებულია
- +

8 მარტი. 2022. 00:18

 

 

„დღეს ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების; უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე. ამ განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადები გადაიგზავნება ევროკომისიაში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადების პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა უკვე ოფიციალურად ამოქმედებული არის და ეს დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner