logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს ამ გზაზე
- +

8 მარტი. 2022. 00:26

 

 

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი და ამავდროულად, შრომატევადი პროცესია. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს ამ გზაზე. დღეს, ისე როგორც არასდროს საჭიროა საზოგადოების შეკვრა და ერთსულოვანი ძალისხმევა ამ საბოლოო წარმატების მისაღწევად“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა

 

მისი თქმით, სხვადასხვა დარგში უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირის სექტორულ პოლიტიკასთან დაახლოება, რის შედეგადაც მეტი ევროპული სტანდარტის დამკვიდრება მოგვიწევს ქვეყანაში.

 

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვაგრძოთ ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულება. პირველ რიგში ეს ეხება ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის მთავარი, საბაზისო გზამკვლევია რეფორმებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი ვართ ასოცირებულ წევრ ქვეყნებს შორის. ასოცირების დაახლოებით 40%-მდე შესრულებულია. ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ევროკავშირის ბაზარზე მაქსიმალური ინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადავდგათ უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დარგში უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირის სექტორულ პოლიტიკასთან დაახლოება, რის შედეგადაც მეტი ევროპული სტანდარტის დამკვიდრება მოგვიწევს ქვეყანაში. ასევე, აუცილებელია ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და საქართველოს ევროპის საგანმანათლებლო და კულტურულ, სამეცნიერო სივრცის ნაწილში მთლიანად ინტეგრირება. ასევე ჩვენი მიზანია ევროკავშირის პროგრამებთან, სააგენტოებთან რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან და საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვიქნებით. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ევროკავშირის საბჭომ და ვიმეორებ, მთავარი ჩვენი მუშაობა ახლა იწყება. ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ყველა უნდა გაერთიანდეს ამ საერთო მიზნის გარშემო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner