logo_geo
eng_logo
ნატოში აშშ-ის ელჩი: ჩვენი მიზანი ახლა ომის შეჩერებაა - არ გვინდა ამ კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაფართოება
- +

8 მარტი. 2022. 00:39

 

 

ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად.

 

„ჩვენი მიზანი ახლა ომის შეჩერებაა. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის უკრაინის ფარგლებს გარეთ გაფართოება და ამიტომ, ახლა ნატოს ერთობლივი სიგნალი არის ის, რომ ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად“, - აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

 

ჯულიან სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრები ზომებს იღებენ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების კუთხით.

 

„ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო მზად არის ამისათვის და უკვე დგამს ნაბიჯებს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მან.

 

ელჩის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები პოლონეთის მთავრობასთან ერთად განიხილავენ შესაძლებლობას, რომ პოლონეთმა MiG-29 უკრაინელებს გადასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner