logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ელჩების დღევანდელი გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით იყო მიღებული და ეს უაღრესად პოზიტიური სიგნალია
- +

8 მარტი. 2022. 01:02

 

 

„ევროკავშირის ელჩების დღევანდელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კონსენსუსის წესით იყო მიღებული და ეს უაღრესად პოზიტიური სიგნალია. როდესაც ამ პროცესში შევალთ, რა თქმა უნდა, აქ უკვე სამუშაოა ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა

 

მისი თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

 

„ბოლო დღეებში ჩვენ განცხადების გაკეთებამდე და შემდეგაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორ პრემიერ-მინისტრთან. მე მქონდა სატელეფონო საუბარი, როგორც უმაღლეს კომისართან, ისე თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ჩანიშნული მაქვს სატელეფონო საუბრები. პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფებოდა, მასაც ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე საფრანგეთთან, როგორც თავმჯდომარე ქვეყანასთან იყო კომუნიკაცია. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება დიპლომატების მუშაობას, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის კუთხით მიღწეულ შედეგებში, ასევე სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით, ახლა უკვე საბოლოო, მთავარი მიზანი უკვე მკაფიოა. არათუ თეორიულ შანსებზეა საუბარი, არამედ რეალურად გამოიკვეთა ეს საბოლოო მიზანი და აქ საჭიროა მთლიანი საზოგადოების კონსოლიდაცია და იმედი მაქვს, საზოგადოების ჩართულობის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner